ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები
22 დეკემბერი 2023
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ და საკრებულოს წევრებმა, ქალაქის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, დღეს გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
გიორგი ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს ასფალტის საფარის დაგებას, სანიაღვრე სისტემის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობას, გარეგანათების სისტემის განახლებასა და გზაგამყოფ ზოლში მწვანე საფარის დაგებას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის პირველი ფენის მოწყობა გენ. ასლან აბაშიძის ქუჩიდან ტაბიძის ქუჩამდე მონაკვეთში.
პროქტი მრავალწლიანია და მისი ღირებულებაც 6 მილიონამდე ლარს შეადგენს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 709
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები