ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პრეზენტაცია
21 აპრილი 2023
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე, თბილისის, ბათუმისა და მარტვილისათვის საქართველოს სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების შეფასების მოხსენების პრეზენტაციას დაესწრო.
ფინანსური ანგარიშვალდებულების PEFA შეფასება ევროკავშირმა და მსოფლიო ბანკმა ფინანსთა სამინისტროს თხოვნის საფუძველზე ქალაქ თბილისის, ბათუმისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებისთვის განახორციელა.
2022 წელს საქართველოს ეროვნულმა PEFA შეფასებამ აჩვენა, რომ ქვეყანამ გააუმჯობესა საჯარო ფინანსების მართვის სისტემა 2018 წელთან შედარებით, ასევე იმ 59 ქვეყნის მაჩვენებლებთან შედარებით, რომლებმაც თავიანთი შეფასება 2016 წლის PEFA მეთოდოლოგიის საფუძველზე განახორციელეს.
2022 წლის PEFA შეფასებები, 2018 წელთან შედარებით, ასევე გაუმჯობესდა თბილისის, ბათუმისა და მარტვილისათვის. მუნიციპალიტეტის სინთეზური ანგარიშის ანალიზი აჩვენებს წინსვლას, რომელიც მიღწეულ იქნა ისეთ სფეროებში როგორებიცაა: საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა, აქტივების და ვალდებულებების მართვა, პოლიტიკაზე დაფუძნებული ფისკალური სტრატეგია და ბიუჯეტის შედგენა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1162
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები