ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულომ მორიგ სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილა
25 იანვარი 2023
 

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს დადგენილების პროექტს, რომელიც ლუკა ასათიანის ბათუმის ქალაქისთავად არჩევის დღის აღსანიშნავად ყოველწლიური ღონისძიების გამართვას ითვალისწინებს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხასა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ განკარგულებებში, ასევე დამტკიცდა ქალაქ ბათუმში, ვახტანგ შამილაძის ქუჩა N30-ში მდებარე შპს „ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.26.28.053) მშენებარე საგანმანათლებლო კომპლექსის მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტად მიჩნევის თაობაზე განკარგულების პროექტი.
სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1329
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები