2024 წლის 31 ოქტომბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
არჩევის ფორმა: მაჟორიტარული წესით, პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".
დაბადების თარიღი: 05.11.1970 წ.
განათლება:
1988-1993 წწ. –საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის ფაკულტეტი;
1994–1999 წწ. – თბილისის შრომისა და წარმოების ორგანიზაციის ინსტიტუტი, მინიჭებული აქვს სამეურნეო სამართლის იურისტ–ეკონომისტის კავლიფიკაცია.
სამუშაო გამოცდილება:
2022 წლის მაისიდან - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის თებერვლამდე –აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
2009 წლიდან 2020 წლამდე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
2007 წ. – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის უფროსი;
2004 წ. – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს განსახლებისა და მიგრაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
1994 წ. – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ერთი შვილი
ენები: ქართული, რუსული სრულყოფილად.
ელექტრონული ფოსტა: r.jincharadze@batumicc.ge