2023 წლის 29 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექსვი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, კიდევ ერთ მრავალშვილიან ოჯახს ბათუმში საცხოვრებელი ბინა გადაეცემა, რვაშვილიანი ოჯახი ხიმშიაშვილის უბანში 125.00 კვ/მ საცხოვრებელ ფართს მიიღებს.
საკრებულოს წევრებმა დღესვე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ განკარგულებასაც დაუჭირეს მხარი, რომლის თანახმადაც მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 300 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სს „ენერგო-პრო-ჯორჯია“-ს გადაეცემა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი ქვესადგურის მშენებლობას გეგმავს.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებას.
დღესვე, ცვლილებები განხორციელდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიისა და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიების პერსონალურ შემადგენლობაშიც.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ირაკლი აბაშიძის ქ.N2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე რევაზ სურმანიძის მემორიალური დაფა განთავსდება.