ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამარჯვებული ანსამბლების გალა-კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია. გრანპრის, ასევე პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილების მფლობელ ანსამბლებს შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ.
დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
ოლიმპიადა „ფოლკლორის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა თაობაში ტრადიციული ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავებასა და ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენას.
ოლიმპიადა აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და მასში 30-მდე ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი და 800-ზე მეტი ახალგაზრდა შემსრულებელი მონაწილეობდა
29 მაისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













