საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა

29 მაისი 2026

ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებულ 17 საკითხზე მიიღეს. 


საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში. აღნიშნული ცვლილებით განკარგულებით დამტკიცებულ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას და უძრავი ქონების პრივატიზების გეგმას დაემატა ორ-ორი ობიექტი. 


ცვლილება განხორციელდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის დადგენილებაში. კერძოდ, ცვლილების შესაბამისად,  2027 წლის 01 იანვრამდე ქალაქ ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე დაშვებული იქნება ორბორბლიანი ელექტრო თვითმგორავით გადაადგილება, ხოლო ქ. ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე, კერძოდ, ველობილიკზე - ელექტრო ტრანსპორტის (მხოლოდ სამ ბორბლიანი ელექტრო სკუტერის) გადაადგილება. 


ცვლილება შევიდა ,,ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის №188-ში საბავშვო ბაღის მშენებლობის მიზნით, მშენებლობისათვის საჭირო ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამული ღონისძიების (ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების გეგმის) განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2026 წლის 30 მარტის განკარგულებაში. ცვლილების მიხედვით,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაზუსტდა საბავშვო ბაღის შეუფერხებელი მშენებლობისთვის საჭირო ტერიტორიიდან ქირით გასაყვანი ოჯახების სია.


საკრებულომ განსაზღვრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის (პლაჟის მონაკვეთების)  საწყისი წლიური სარგებლობის საფასური. კერძოდ, კონკრეტულ მონაკვეთებზე აღნიშნული საფასური განისაზღვრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების შესაბამისად.  


საკრებულომ ასევე განსაზღვრა ქ. ბათუმში, მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მდებარე  ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური სარგებლობის საფასური, აღნიშნულ ტერიტორიაზე კონკრეტული მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემის მიზნით. ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა.

საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს გამოფენა-გაყიდვებისთვის საზოგადოებრივი სივრცეების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირებისა და სხვა მოქმედი აქტებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

ცვლილება შევიდა ,,ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ“ 2023 წლის 24 ოქტომბრის განკარგულებაში.   ცვლილება განხორციელდა შპს „ველ ბილდინგის“ ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციასა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო დოკუმენტაციაში, ფუნქციური ზონით და მისი რეგლამენტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით. ცვლილებით გათვალისწინებულია ავტოსადგომების მოწყობა, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით. მიმდინარე  ცვლილება არ უკავშირდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას და რჩება უცვლელი.

საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების შპს „სი სტარ 1“-ის და  შპს „ჯიემ 8985 ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილ არქიტექტურულ პროექტებთან მიმართებით. 

საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმში გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმები, კერძოდ: 
ქალაქ ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩა №110-ში, №112-ში,  კაკაბაძის ქ. №56-ში, №58-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე; 
ქალაქ ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის I ჩიხის №12-ში, №14-ში, №14-ის მიმდებარედ, №16-ში; №16ა-ში; №18-ში; №20-ში, №14-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე; 
ქალაქ ბათუმში,  გრიბოედოვის ქუჩა №62-ში, №64-ში №64ა-ში, №62-ში, ჯავახიშვილის ქუჩის №31-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე;  
ქალაქ ბათუმში, დასახლება გონიოში და წმინდა ნინოს I ჩიხის №28-ში, №28ა-ში, №28ბ-ში, №28გ-ში და №28დ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე; 
ქალაქ ბათუმში, ბაღის I ჩიხის №29, ბაღის I შესახვევის №2, დასახლება მწვანე კონცხსა და ბაღის I შესახვევის №1-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე.

ასევე ცვლილება შევიდა  შპს „ბათუმი რივიერას“ მიერ წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმასა და   შპს „მტზ - კომპანის“ მიერ წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით  დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქუჩის სკვერის მიმდებარედ, „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკება მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის (ესკიზის, ადგილმდებარეობის) შესაბამისად  განთავსდება.  

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

29 მაისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)