გიორგი მასალკინი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი
არჩევის ფორმა: პროპორციული წესით, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“.
დაბადების თარიღი: 15.12.1961.
განათლება:
- 1989 - ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი/ფილოსოფიის დოქტორი;
- 1984-1988 - ლუგანსკის პედაგოგიური ინსტიტუტი, უკრაინა, ასპირანტურა ფილოსოფიაში;
- 1979-1984 - როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსეთი, ფილოსოფიის ფაკულტეტი. კვალიფიკაცია: ფილოსოფიის მასწავლებელი.
ტრენინგი/სერტიფიკატი:
- 2023 - ტრენინგი „პერსონალის განვითარება და ორგანიზაციული კულტურა საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, ინოვაციური განათლების ცენტრი, ბსუ, ბათუმი;
- 2021- ტრენინგი-სასწავლო კურსი „ევროპული სამოქალაქო ერის ფორმირება საქართველოში“, სამოქალაქო იდეა, დემოკრატიის ვირტუალური აკადემია; ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის.ნაფარეული, საქართველო. სპიკერი;
- 2021- აინ რენდის ფილოსოფიის შესახებ 3-დღიანი ტრეინინგ კურსი „Roark Advocates”. OCG Objectivism Center Georgia, ATLAS NETWORK, BSU, ლალი ანთიძის საკვირაო სკოლა;
- 2021 - ტრენინგი მშვიდობისა და კონფლიქტების თემაზე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია „Corridors”. პროექტის “სამშვიდობო განათლების შესაძლებლობების გაძლიერება”-ს ფარგლებში. ტრენინგის თანაორგანიზატორი და ერთ-ერთი სექციის წამყვანი. Corridors - Dialogue Through Cooperation. https://www.opencorridors.de/. Workshop – Youth Education for Peace;
- 2019 -კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი „გერმანული იდეალიზმის ფილოსოფია“, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი;
- 2019 - ბსუ. სეზონური სკოლა - „სოციალური მუშაობის კვლევის მეთოდების პროგრამა“. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი. აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მონაწილე;
- 2019 - ბსუ. სეზონური სკოლა - „სოციალური მუშაობის ზოგადი განათლება“, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი. აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მონაწილე;
- 2016 - შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრი. „აქტივისტთა სემინარი 2016 - კოალიციები და მოლაპარაკებები“. ვილნიუსი, ლიტვა. მომხსენებელი: „კოალიციები და მოლაპარაკებები საქართველოში“;
- 2015 - კვლევითი ვიზიტი - „ურბანისტიკის და ქალაქდაგეგმარების საკითხების კვლევა“. მონპელიეს მუნიციპალიტეტი, საფრანგეთი. მონაწილე;
- 2015 - ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის (ALDE) საბჭოს შეხვედრა, ევროპაში ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიების მდგომარეობის ანალიზი. ოსლო, ნორვეგია. მონაწილე;
- 2013 - „ევროპის რეგიონული პოლიტიკის გამოცდილების გაზიარება“. ENP-ს პროექტი, კოორდინირებული META Group and EURADA -ს მიერ, სასწავლო ვიზიტი. რომი-პერუჯა-ბოლონია. იტალია;
- 2011-2012 - ბერლინსა და ბრიუსელში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან თავისუფლებისათვის არსებულ ხელმღვანელი კადრების საერთაშორისო აკადემიაში სემინარის "რეგიონალური თანამშრომლობის განმტკიცება თავისუფლების, მშვიდობისა და აზროვნების მიზნით სამხრეთ კავკასიაში", მონაწილე;
- 2012 - ტრენინგი - „სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა თბილისის და ბათუმის უნივერსიტეტების სოციალურ ფაკულტეტებზე. ლექციების ხარისხის ამაღლება და ეფექტური ელექტრონული სწავლების სისტემის დანერგვა“, ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი;
- 2011 - ტემპუსის პროექტი „სოციალურ ფაკულტეტებზე სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა თბილისის და ბათუმის უნივერსიტეტებში Development project “Supporting the improvement of the quality of teaching at the social faculties of Tbilisi and Batumi Universities”, ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი;
- 2011 - "უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის (HESDeSPI), ინტენსიური ტრენინგის კურსი, მიჰოს უნივერსიტეტი, ბრაგა, პორტუგალია;
- 2010 - ექსპერტი. მომხსენებელი. პროგრამა „სასაზღვრო თანამშრომლობა, საქართველო-სომხეთი, ტრენინგი ტრენერებისთვის“ („Cross-Border Cooperation, Georgia-Armenia“, „Training for Trainers“. VNG – NALAG). თბილისი;
სამუშაო გამოცდილება:
- 1996 წლიდან - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2023 წლის სექტემბრიდან - ფილოსოფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- 2012 – 2016 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე;
- 2004-2008 – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი;
- 1991-1996 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი;
- 1984-2005 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ბათუმის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი, ეკონომიკური და სოციოლოგიური კვლევების განყოფილება, უფროსი მეცნიერ-მუშაკი.
დამატებითი სამუშაო გამოცდილება:
- 2004-2008 - ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის წევრი;
- 2003-2004-2006 - საგაზაფხულო სემესტრები, მოწვეული მკვლევარი, უნივერსიტეტი „ახალი სკოლა“ (New School), ნიუ-იორკი, სოციალური კვლევების ფაკულტეტი. ფაკულტეტების განვითარების საერთაშორისო პროგრამა;
- 1999-2001 - ღია საზოგადოების საქართველოს ფონდი, უმაღლესი განათლების პროგრამების ექსპერტი.
უცხო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი
ელექტრონული ფოსტა:













