საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საჯარო ინფორმაციის გაცემა

საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი

 

საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და  შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა,  თუ იგი  სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფორმით  info@batumicc.ge .

საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევაში არაუგვიანეს 10 დღისა.

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი - ბათუმის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი სპეციალისტი - მარინე ბერიძე

ტელ: (0422) 27 99 83
მობ: 577 30 20 28
E-mail: info@batumicc.ge 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მის: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის N-25
ტელ:  (0 422) 27 90 01; (0 422) 27 01 96
E-mail: info@batumicc.ge

  

 საჯარო ინფორმაციის გაცემა ა ნ კ ე ტ ა „საჯარო ინფორმაციის გაცემის ფორმა/შაბლონი

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა

30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)