საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

20 აპრილი 2026

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 

 22 აპრილი, 2026 წელი 
11.00 საათი,  ქალაქი ბათუმი


დ ღ ი ს      წ ე ს რ ი გ ი : 
 

 

საკითხი 1. „ქალაქ ბათუმში, ადლიას I ჩიხი, №6/6ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (05.32.15.652; 05.32.15.653; 05.32.15.654) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. 
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი - არჩილ გირკელიძე)


საკითხი 2. „ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების (განაშენიანების) გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი 
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი - არჩილ გირკელიძე)


საკითხი 3. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით განსაკარგი უძრავი ქონებების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. 
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)


საკითხი 4. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მეორადი ქვაფენილის სსიპ „საქართველოს საპატრიარქო“-სათვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. 
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)


საკითხი 5. „ქალაქ ბათუმში, ინასარიძის და კობალაძის ქუჩების კვეთაში (ს/კ 05.24.04.289) არსებული მონაკვეთისთვის, სკვერის სტატუსის და მასზე შალვა ინასარიძის სახელის მინიჭების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 სექტემბრის №15.15252694 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ჯაბა  ჭანტურია)


საკითხი 6. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.

(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი - ირაკლი თავართქილაძე)

 

 

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)