ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო
ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას.
კამპანია ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ტარდება და მიზნად ისახავს ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და თანასწორობის ხელშეწყობას.
კამპანიის სიმბოლოა ნარინჯის ფერი, რომელიც იმედის, სოლიდარობისა და ძალადობისგან თავისუფალი მომავლის სიმბოლოდ მიიჩნევა.
ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო აქტიურად უჭერს მხარს აღნიშნულ ინიციატივას და ხაზს უსვამს ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერისა და საზოგადოებაში თანასწორობის კულტურის დამკვიდრების მნიშვნელობას.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბათუმის სტადიონი ნარინჯისფრად განათდა.
27 ნოემბერს 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (სხდომის ჩატარების მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













