საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია

ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია

26 ნოემბერი 2026

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. 
პროექტი ითვალისწინებს მიღებული ეკონომიების ხარჯზე რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას სხვადასხვა სფეროებზე, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ქ. ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. კერძოდ ცვლილება შედის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელების ცალკეულ პროგრამებში/ქვეპროგრამებში, მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებით, ეკონომიების ხარჯზე იზრდება ანგიოგრაფიის  დაფინანსება ბენეფიციართა მომართვიანობის გათვალისწინებით. 
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილებების საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს. 
სხდომას ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

27 ნოემბერს 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა  (სხდომის ჩატარების მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)