პირველი სტუდენტური სპორტული ფესტივალი - „უნიგამი"
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები ბათუმში პირველი სტუდენტური სპორტული ფესტივალის - „უნიგამის“ დახურვის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
ხუთდღიანი ფესტივალი აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა და მასში ოთხი უნივერსიტეტისა და სამი პროფესიული კოლეჯის 56 სტუდენტი მონაწილეობდა. ასპარეზობა სპორტის სხვადასხვა სახეობასა და ინტელექტუალურ თამაშებში გაიმართა.
ფესტივალის გამარჯვებული და მთავარი თასის მფლობელი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია გახდა, მონაწილეები კი მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ფესტივალის დახურვის საზეიმო ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები, სპორტის სფეროს წარმომადგენლები, მონაწილე უნივერსიტეტებისა და პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ
27 ნოემბერს 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (სხდომის ჩატარების მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













