2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა
ბათუმის საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.
დღეს გამართულ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი განიხილეს.
წარმოდგენილ დოკუმენტებთან მიმართებით კომისიამ შეიმუშავა დადებითი დასკვნა, რომელიც შემდგომი განხილვისა და შემაჯამებელი დასკვნის მომზადების მიზნით გადაეგზავნება საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას.
სხდომას იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ბერიძე უძღვებოდა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი საკრებულოში განსახილველად 13 ნოემბერს შემოვიდა.
ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი იხილეთ ბმულზე:













