საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ღონისძიება

ღონისძიება

07 ნოემბერი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნატალია ზოიძე და საკრებულოს წევრები, ქალაქის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად, ბათუმის №2 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ. 
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის — „გმირის დღის“ ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებაზე თბილისის №220 და ბათუმის №2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს თეატრალური კომპოზიციები, რომლებიც საქართველოს ეროვნული გმირების  - გიორგი მაზნიაშვილისა და მარო მაყაშვილის ცხოვრებასა და ღვაწლს მიეძღვნა.
ღონისძიება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის ორგანიზებით, კომისიის წევრის, რიმა ბერაძის ინიციატივითა და ბათუმისა და თბილისის რესურსცენტრების ჩართულობით გაიმართა.
ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ. 
პროექტი „გმირის დღე“ საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივით ხორციელდება და მისი მიზანი მომავალი თაობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა.
პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული გმირების ცხოვრებისა და ღვაწლის გაცნობაზე, მათ მაგალითზე იმ ეროვნული და მოქალაქეობრივი ღირებულებების გააზრებაზე, რომლებიც ქვეყნის ისტორიასა და მის დაცვასთან არის დაკავშირებული.
„გმირის დღე“ საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში ხორციელდება და საგანმანათლებლო და კულტურულ კომპონენტებს აერთიანებს.

ანონსი
2027 წლის ბიუჯეტის განხილვა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის განხილვა