საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

შეხვედრა მოსახლეობასთან

შეხვედრა მოსახლეობასთან

24 ოქტომბერი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ბათუმის მერი  გიორგი ცინცაძე დღეს ტაოს ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც უბნის  ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წყალმომარაგება წარმოადგენს. 
უბანში სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიებები უკვე დაიწყო, სამომავლოდ კი წყალმომარაგების სისტემის კაპიტალური მოწყობა იგეგმება.
შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ მაცხოვრებლებთანაც, რომელზეც ასევე განიხილეს უბანში არსებული ინფრასტრუქტურული საჭიროებები და მათი ეტაპობრივად მოგვარების გზები.
ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებიც.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 ოქტომბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)