გალა-კონცერტი
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის გალა-კონცერტს დაესწრნენ.
გალა-კონცერტი გამოჩენილი ქართველი საოპერო მომღერლის, ალექსანდრე ხომერიკის შემოქმედებას მიეძღვნა. მაყურებლის წინაშე ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, დავით მუქერიას დირიჟორობით, კაპელა და სოლისტები წარდგნენ.
„ოტელოს“ დადგმის 30 წლისთავთან დაკავშირებით, საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ფესტივალის სპეციალური პრიზები გადაეცათ საოპერო სოლისტებს - მარინა ჯახუტაშვილს, ზაზა ხამათაშვილსა და ბადრი სახამბერიძეს. სპეციალური ჯილდოები მიიღეს სცენოგრაფმა იური ხაბაზმა და სახალხო არტისტმა ელდარ გეწაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ხელოვნებისა და მუსიკის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ფესტივალი ქართული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციას, ბათუმის კულტურული ცხოვრების გამდიდრებასა და კლასიკური მუსიკის ტრადიციების შენარჩუნებას ემსახურება
30 სექტემბერს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













