საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტში - „ვარდისფერი ოქტომბერი"

შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტში - „ვარდისფერი ოქტომბერი"

19 ოქტომბერი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე ნატალია ზოიძე „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში,  ძუძუს კიბოს დროული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მნიშვნელობის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდა.
შეხვედრაზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ  სკრინინგის სახელმწიფო პროგრამისა და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიმართულებით არსებული სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებისა და პრევენციული გამოკვლევების დროულად ჩატარების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და მათთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.
ღონისძიებას ესწრებოდა  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელმაც  „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის მნიშვნელობაზე, ქალების მხარდაჭერასა და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურებაზე ისაუბრა.
ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა მკურნალობის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. კამპანიის მიზანია, ქალებს დროული გამოკვლევების მნიშვნელობა შეახსენოს, ხელი შეუწყოს მათ ინფორმირებულობას და ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის გაძლიერებას

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 სექტემბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)