ინფრასტრუქტურული სამუშაოები
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ და ქალაქის მერმა გიორგი ცინცაძემ ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
მარკოზ აჭარელის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. დასრულებულია ფილა-ბორდიურების, გარე განათებისა და სპორტული მოედნის მოწყობა, ასევე საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების მონტაჟი. სამუშაოების დასრულების შემდეგ სკვერის მიმდებარედ დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა გამწვანება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ტბეთის ქუჩა №60-დან თამარ მეფის გამზირამდე, მდინარე ყოროლისწყალზე, სადაც 840 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი კედელი მოეწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.
დასრულების ეტაპზეა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე №31-№39 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაციაც. განახლდა სპორტული მოედანი, მოეწყო საბავშვო სივრცე, ახალი სანიაღვრე სისტემა, დასასვენებელი ზონები და გამწვანება.
საკრებულოს თავმჯდომარესა და ქალაქის მერთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ბათუმის საკრებულოში გალაქტიონ ორმოცაძე და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი მინდია გოგუაძე.
სამუშაოების დათვალიერებისას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ, გაეცნენ მათ მოსაზრებებს და ისაუბრეს უბანში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
30 სექტემბერს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













