საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

29 სექტემბერი 2026

ბათუმის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს „ქალაქ ბათუმში, კვინიტაძის ქუჩა №3-ში, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების მიზნით განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ფარგლებში იმავე ადგილას აშენებულ შენობა-ნაგებობაში არსებული საცხოვრებელი ბინის სანაცვლო ქონების სახით გადაცემის თაობაზე“  საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის განკარგულებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების საკითხი.  
ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების - თამარ მეფის გამზირის N55-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში, პირველ სართულზე არსებული 60.30 კვ.მ.  ბინა N4-ის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის  უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხზე. პროექტის მიხედვით, აღნიშნული ქონების გადაცემა ხორციელდება შემდგომში მისი ფაქტობრივი მფლობელისთვის გადაცემის მიზნით, „სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის საფუძველზე. 
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს. 
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 სექტემბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)