საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

სამუშაო ჯგუფის სხდომა

სამუშაო ჯგუფის სხდომა

11 სექტემბერი 2026

დღეს საკრებულოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზების მიზნით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა  შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფის მიერ დღემდე განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს,  ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები განიხილეს და სამუშაო ჯგუფის შემდგომი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრეს. 
დღესვე სხდომაზე სამუშაო მიმართულებები გადანაწილდა. ასევე, განიხილეს მოსახლეობასთან საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზების საკითხი. 
დროებითი სამუშაო ჯგუფი ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების საკითხზე მუშაობას და შესაბამისი შუამდგომლობის მომზადების პროცესს განაგრძობს. 

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 სექტემბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)