განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია
საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების საკითხი განიხილა.
წარმოდგენილი პროექტით, ხორციელდება მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება შედის ბიუჯეტის როგორც შემოსულობებსა და ნაშთის ცვლილებაში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში.
განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით იგეგმება რესურსების ოპტიმალურად გადანაწილება სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის, ცვლილებები ხორციელდება:
განათლების მიმართულებით - საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობისა და კაპიტალური რეაბილიტაციის, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების ღონისძიებებში;
კულტურის მიმართულებით - კულტურული ღონისძიებების მართვის, ფესტივალების მხარდაჭერის, კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის, ხელოვანების ხელშეწყობის, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებებში.
სპორტის მიმართულებით - მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობის, ბათუმელი სპორტსმენების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობის, სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერის, ა(ა)იპ ბათუმის სპორტული ცენტრის და ახალგაზრდული ცენტრის ღონისძიებებში.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილებების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯაბა ჭანტურია უძღვებოდა
21 აგვისტოს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













