ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 1,924,1 ათასი ლარით იზრდება.
პროექტით ხორციელდება მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება შედის ბიუჯეტის როგორც შემოსულობებსა და ნაშთის ცვლილებაში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში.
მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ცვლილებები იგეგმება მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენციისა და რეაბილიტაციის ქვეპროგრამებში.
სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ცვლილებები ხორციელდება კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირების, მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურების ქვეპროგრამებში.
კომისიის წევრებმა პროექტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება მიზანშეწონილად მიიჩნიეს და საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა
21 აგვისტოს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













