საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ფორუმი

ფორუმი

12 აგვისტო 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან  ერთად,   ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს დაესწრნენ.
ფორუმი, რომელშიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 200-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა,  აჭარის განათლების და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გახსნა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების მონაწილეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ. 
ცენტრის საქმიანობის შესახებ ისაუბრა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ, ღონისძიების მონაწილეებმა კი საკუთარი ხედვები წარადგინეს საჯარო პოლიტიკის საკითხებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფესტივალით გაგრძელდა, რომლის ფარგლებში, მოეწყობა მრავალფეროვანი შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, ასევე კონცერტები მოწვეული და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
ფორუმს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

21 აგვისტოს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)