საკრებულოს მორიგი სხდომა
ც ნ ო ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2026 წლის 21 აგვისტოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტის
განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (სხდომის ჩატარების მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა) მიმდინარეობს 2026 წლის 21 აგვისტოს, დღის 11:00 საათზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრა შემდეგ საკითხებზე:
საკითხი 1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მეორადი ქვაფენილის სსიპ „საქართველოს საპატრიარქო“-სათვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)
საკითხი 2. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მეორადი, გზის გამყოფი კონსტრუქციის (მოაჯირის) სსიპ „საქართველოს საპატრიარქო“-სათვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)
საკითხი 3. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)
საკითხი 4. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - მარიამ ხაზარაძე)
საკითხი 5. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის ა(ა)იპ „საჭადრაკო კლუბი ნონა“-ს და ა(ა)იპ „ბათუმის საცხენოსნო კლუბი“-ს ლიკვიდაციაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - მარიამ ხაზარაძე)
დღის წესრიგის წარმოებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ დღის წესრიგის თაობაზე ცნობის გამოქვეყნებიდან 2026 წლის 19 აგვისტოს დღის 11:00 საათამდე საკრებულოს აპარატში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული).
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თარიღად განისაზღვროს 2026 წლის 21 აგვისტო.
21 აგვისტოს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













