საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

17 ივლისი 2026

ბათუმის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა განიხილეს 2026 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ ა(ა)იპ ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და ა(ა)იპ ბათუმის კულტურის ცენტრის ქვეპროგრამებში, ახალი ღონისძიებების დამატების მიზნით, მიმდინარე ცვლილებები.
მოქმედი კანონმდებლობით, წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელების უფლებამოსილება, დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მთლიანი ასიგნების 5%-ის ფარგლებში, გააჩნია ქალაქ ბათუმის მერს, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიასთან შეთანხმებით.
კომისიის წევრებმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

24 ივლისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)