ქვიშის ფეხბურთი
ბათუმი 15-19 ივლისს ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის B დივიზიონის მატჩებს მასპინძლობს.
ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, თვითმმართველობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
მიმდინარე წელს საქართველოს ნაკრებთან ერთად A დივიზიონში გადასასვლელად ლატვიის, აზერბაიჯანის, მალტის, ინგლისის, ნორვეგიისა და სლოვაკეთის გუნდები იბრძოლებენ.
ჩემპიონატები საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება.
24 ივლისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













