საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ბათუმის №2 საჯარო სკოლის  განახლებული  ბიბლიოთეკა

ბათუმის №2 საჯარო სკოლის  განახლებული  ბიბლიოთეკა

10 ივლისი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნატალია ზოიძემ,  ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის №2 საჯარო სკოლის  განახლებული  ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.
 აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო  „ბიბლიოთეკების რემოდელირება-პროექტირების პროგრამას“ 2020 წლიდან ახორციელებს.   ამჟამად, მსგავსი თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა აჭარაში 30-მდე საჯარო სკოლაშია მოწყობილი. 
პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებში კითხვის კულტურის პოპულარიზაციას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბიბლიოთეკო სივრცეების შექმნასა და წიგნადი ფონდის განახლებას

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

24 ივლისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)