საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

შეხვედრა მოქალაქეებთან

შეხვედრა მოქალაქეებთან

08 ივლისი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრებში მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებენ.
მორიგი შეხვედრა ძველი ბათუმის სერვისცენტრში გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ბათუმის საკრებულოში არჩილ გოგიტიძე.
შეხვედრის ფარგლებში მოქალაქეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს თავიანთი საჭიროებები და ინიციატივები გააცნეს. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ქალაქის კეთილმოწყობას, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, სოციალური პროგრამების ეფექტიანობას, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობასა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს.
მოქალაქეებთან შეხვედრები ბათუმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად იმართება. მათი მიზანია მოსახლეობის საჭიროებების უშუალოდ ადგილზე გაცნობა, არსებული გამოწვევების დროული გამოვლენა და ეფექტიანი გადაწყვეტა

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

24 ივლისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)