იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია
ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე იმსჯელა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სხდომას იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ბერიძე უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა 30 ივნისს, 11 საათზე გაიმართება.
საკრებულოს მორიგი სხდომა
30 ივნისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













