საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ოლიმპიური ფესტივალი

ოლიმპიური ფესტივალი

06 ივნისი 2026

ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა.
ფესტივალის დახურვისა და გამარჯვებული რეგიონების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე.
ფესტივალის შედეგების მიხედვით, აჭარის რეგიონმა გუნდურ ჩათვლაში 369 ქულა დააგროვა და საპრიზო, მეორე ადგილი მოიპოვა.
დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ივანე მაისურაძემ გამარჯვებულ გუნდებს, მწვრთნელებსა და სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ბათუმმა საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის მნიშვნელოვანი მისია ღირსეულად შეასრულა. 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი  ლერი  ხაბელოვი, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ასევე ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.
ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო. 

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 ივნისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)