აქართველოს ჩემპიონობისთვის და მიღწეული წარმატებებისთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოების გადაცემა
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ კლუბებს - სარაგბო კლუბ „ბათუმს“, საკალათბურთო კლუბ „ბათუმი 2010“-სა და ხელბურთის კლუბ „ბსბ ბათუმს“ საქართველოს ჩემპიონობისთვის და მიღწეული წარმატებებისთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
გუნდების წარმომადგენლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე შეხვდნენ.
შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს საქართველოს ჩემპიონობის მოპოვება კიდევ ერთხელ მიულოცეს და საჩემპიონო ჯილდოები გადასცეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბათუმის სპორტული კლუბების წარმატება მრავალწლიანი შრომის, პროფესიონალიზმისა და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია. ასევე ხაზი გაესვა სპორტის განვითარების მნიშვნელობას, ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას
30 ივნისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













