ქართული სიმღერის საღამო
ქობულეთში გურამ თამაზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ქართული სიმღერის საღამო გაიმართა.
ღონისძიება ცნობილი მომღერლის, გურამ თამაზაშვილის დაბადებიდან 73 წლისთავს მიეძღვნა.
საღამოში მონაწილეობდნენ მუსიკალური ანსამბლები, სოლო შემსრულებლები, მისი მეგობრები და ოჯახის წევრები. კონცერტზე გაჟღერდა გურამ თამაზაშვილის რეპერტუარიდან არაერთი საყვარელი და გამორჩეული ქართული სიმღერა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა.
ღონისძიების მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გურამ თამაზაშვილის მნიშვნელოვან ღვაწლზე ქართული მუსიკალური კულტურის, ფოლკლორისა და ეროვნული საგანძურის პოპულარიზაციის საქმეში.
საღამოს ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, ასევე აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები.
29 მაისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













