საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

03 ივნისი 2026

ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. 
გახსნის ცერემონიას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან, ასევე ცენტრალური, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, საქართველოს სპორტის მინისტრმა და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ. 
ფესტივალში საქართველოს ყველა რეგიონის 1200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, რომლებიც სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებენ. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშა ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორმა სპორტსმენებმა საზეიმოდ აღმართეს. ასევე გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია და შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

29 მაისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)