საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

01 ივნისი 2026

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ბათუმში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა, რომლებშიც ასობით ბავშვმა და მათმა მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებაში გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც ბავშვთა უფლებების, განათლების მნიშვნელობის, ოჯახური ღირებულებებისა და შემოქმედებითი განვითარების საკითხებს მიეძღვნა.
სადღესასწაულო აქტივობების მთავარი სივრცე ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი იყო, სადაც ბავშვებისთვის მოეწყო ატრაქციონების ზონა, თემატური ფოტოკუთხეები, ფერადი დეკორატიული სახლები და ინსტალაციები, ალმებით გაფორმებული ხეივანი და სხვა გასართობი სივრცეები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საზეიმო კონცერტიც, ხოლო ცენტრალური პარკის კოლონადებთან, ღია ცის ქვეშ, მაყურებელს თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლის ნახვის შესაძლებლობა მიეცა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ბათუმის საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ცენტრალურ პარკში ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

29 მაისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)