საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია!

საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია!

29 მაისი 2026

საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია!
სუპერლიგის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში ბათუმის გუნდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბი ანგარიშით 90:81 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონობა ისტორიულად მოიპოვა.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე.
დაძაბულ და ემოციურ შეხვედრას გულშემატკივრებთან ერთად ბათუმის საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ. 
„ბათუმმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ განსაკუთრებული ქალაქია. ვულოცავ გუნდის სრულ შემადგენლობას, სამწვრთნელო შტაბს, კლუბის ხელმძღვანელობასა და თითოეულ გულშემატკივარს ამ ისტორიულ გამარჯვებას!“ - აღნიშნა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ. 
ბათუმის საკალათბურთო კლუბმა საქართველოს ჩემპიონობა 22-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

29 მაისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)