ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი განიხილეს.
კომისიამ იმსჯელა „ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ“ 2023 წლის 24 ოქტომბრის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. პროექტის მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, შპს „ველ ბილდინგის“ მიერ ხორციელდება ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისა და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილებების შეტანა ფუნქციური ზონითა და მისი რეგლამენტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით. პროექტში აღნიშნულია, რომ მოეწყობა ავტოსადგომები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით. მიმდინარე ცვლილება არ უკავშირდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას და რჩება უცვლელი.
კომისიამ განიხილა მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების საკითხი შპს „სი სტარ 1“-ისა და შპს „ჯიემ 8985 ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილ არქიტექტურულ პროექტებთან მიმართებით.
კომისიამ იმსჯელა ქალაქ ბათუმში გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმების დამტკიცების თაობაზე, კერძოდ: ქალაქ ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩა №110-ში, №112-ში, კაკაბაძის ქ. №56-სა და №58-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე; ქალაქ ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის I ჩიხის №12-ში, №14-ში, №14-ის მიმდებარედ, №16-ში, №16ა-ში, №18-ში, №20-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე; ქალაქ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩა №62-ში, №64-ში, №64ა-ში და ჯავახიშვილის ქუჩის №31-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე; ქალაქ ბათუმში, დასახლება გონიოში და წმინდა ნინოს I ჩიხის №28-ში, №28ა-ში, №28ბ-ში, №28გ-ში და №28დ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე; ქალაქ ბათუმში, ბაღის I ჩიხის №29-ში, ბაღის I შესახვევის №2-ში, დასახლება მწვანე კონცხსა და ბაღის I შესახვევის №1-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე.
კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს შპს „ბათუმი რივიერას“ მიერ წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმასა და შპს „მტზ - კომპანის“ მიერ წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხები.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე Mindia Goguadze მინდია გოგუაძე უძღვებოდა
29 მაისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













