საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საზეიმო ღონისძიებები

საზეიმო ღონისძიებები

26 მაისი 2026

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილე მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
ბათუმში ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში კულტურული, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები გაიმართა. ღონისძიებებს ბათუმის საკრებულოს წევრები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
,,თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. სტაბილურობას, მშვიდობასა და მუდმივ განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!
​ჩვენი ისტორია თავისუფლების დაუოკებელი ჟინია - ქართული ფესვების მთავარი მამოძრავებელი ძალა. საუკუნეების მანძილზე სწორედ ამ გენეტიკურმა შეუგუებლობამ და უწყვეტმა ბრძოლამ შეგვინარჩუნა იდენტობა, სახელმწიფოებრიობა და ღირსება.
​თავისუფლება იქ იწყება, სადაც მომავლის წინაშე პასუხისმგებლობაა. დღეს ეს შეგნება რაციონალურ შრომაში, ძლიერ ინსტიტუტებსა და კანონის პატივისცემაში გამოიხატება. მხოლოდ ასე ვაქცევთ წინაპრების იდეალებს რეალურ პროგრესად და მხოლოდ ასე გადავცემთ მომავალ თაობებს ძლიერ, შემდგარ სახელმწიფოს" - აღნიშნა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ.  
საზეიმო პროგრამა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც კონცერტი და სხვადასხვა აქტივობა მოეწყო, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ისტორიულ მემკვიდრეობას მიეძღვნა

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

29 მაისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)