საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

რეგიონის მასშტაბით განხორციელებული სპორტული აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიებები

რეგიონის მასშტაბით განხორციელებული სპორტული აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიებები

25 მაისი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, რეგიონის მასშტაბით განხორციელებული სპორტული აქტივობების შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
პროექტი „მე მომავალში“, რომელიც უკვე მეორე წელია ხორციელდება, მიზნად ისახავს მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
კამპანიის ფარგლებში რეგიონის საჯარო სკოლებში ფრენბურთის ტურნირები გაიმართა. პროექტში ჩართულ 15 სკოლას შორის ჩატარებული შეხვედრების შედეგად ფინალურ ეტაპზე ოთხი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამარჯვებული გუნდები და პროექტის მონაწილეები დააჯილდოვეს.
კამპანია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

29 მაისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)