საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები ბათუმის კულტურის ცენტრის სამომავლო გეგმებსა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელ პროცესს გაეცნენ.
საკრებულოს წევრებს გასულ წლებში განხორციელებული პროექტებისა და კულტურული ღონისძიებების ანგარიში ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორმა ირაკლი შაფათავამ პრეზენტაციის ფორმატში წარუდგინა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ცენტრის სამომავლო გეგმებზე, მიმდინარე პროექტებსა და კულტურული მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.
საკრებულოს წევრები დაესწრნენ 26 მაისისთვის დაგეგმილი ღონისძიებების რეპეტიციას, გაესაუბრნენ შემოქმედებითი ჯგუფების წარმომადგენლებს და მოისმინეს ინფორმაცია ღონისძიების მოსამზადებელი პროცესის, მონაწილეთა ჩართულობისა და საორგანიზაციო საკითხების შესახებ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა კულტურის ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობასა და მუნიციპალიტეტის მხრიდან შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერას. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს კულტურის სფეროში არსებული საჭიროებების წარმოჩენასა და სამომავლო პროექტების ეფექტიან დაგეგმვას
29 მაისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













