საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტული გუნდები დააჯილდოვეს

წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტული გუნდები დააჯილდოვეს

14 მაისი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ და საკრებულოს წევრებმა, ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტის სპორტულ კლუბებს შორის წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტული გუნდები დააჯილდოვეს.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

მუნიციპალურ სპორტულ კლუბებს შორის განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის დაჯილდოვდნენ წლის განმავლობაში ყველაზე წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და სპორტული კლუბები.

ღონისძიების ფარგლებში, სპორტის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ასევე დაჯილდოვდნენ ის ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეასრულეს სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და განვითარებაში.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

•  „წლის სპორტსმენი“ - ანუკი კომახიძე დამამუკა კორძაია;
•  „წლის მწვრთნელი“ - ჯემალ კილაძე და ლელა ჩოფიკაშვილი;
•  „წლის დებიუტანტი“ - მარიამ კალანდაძე დარატი დიასამიძე;
•  „წლის ვეტერანი“ -  ლევან ბერძენიშვილი;
•  „წლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი“ - ჯუმბერ ტარიელაძე, ლევან თურმანიძე, შორენა კალაძე, ზურაბ მგელაძე და ელენე ურუშაძე;
•  „წლის სპორტული ჟურნალისტი“ - სეილან წილოსანი, დარეჯან ძიძიშვილი, ირაკლი დარცმელიძე, ზურაბ დიასამიძე, გიგა ჯიჯავაძე, ბესარიონ ჩიბურდანიძე;
•  „სპორტის მოამაგე“ - ოთარი დოჭვირი, სვეტლანა უტიანსკაია, ფელიქს მელქონიანი, შალვა ტაბაღუა, დარეჯან დიასამიძე, ეთერ ცეცხლაძე, იასონ კამკია, იური აროშიძე, კონსტანტინ სიდიროპულო და ლევან მჟავანაძე;
•  „წლის გუნდი“ - ხელბურთის კლუბის გოგონათა გუნდი;
•  „სპორტული კლუბი - კარგი მმართველობა“ - „ხელბურთის კლუბი ბათუმი“;
•  „განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისათვის“ – ზურაბ მამულაძე, ლუკა მახარაძე, დემეტრე მორთულაძე, რატი წულუკიძე, აბუსერ აბუსერიძე, მანუჩარ დეკანაძე, შალვა სტურუა, მარიამ ქათამაძე, ქეთევან მახარაძე, ადელინა ფადეევა, ნიკოლ ფადეევა, ირინე ჩხეტიანი და ალეკო სუხიტაშვილი;
•  „სპორტსმენი ბათუმისთვის“ - ელენე მექვაბიშვილი, დიანა მაგონოვა, ანრი მიქელაძე, გაბრიელ კონცელიძე, მიხაილ ჩესალოვი, ბორის ნოდია,ლუკა მარშანია, სანდრო პაქსაძე, როლანდ ზაზა ცეცხლაძე, მარიამ დანელია და მათე - მერთ ერქილიჩი;
•  „წარმატებული სამწვრთნელო საქმიანობისთვის“ - მერაბ ჩაზმავა, სესილი ბერძენიშვილი და გოგა კახიძე;
•  „წლის წარმატებული კლუბი“ - „საჭადრაკო კლუბი ნონა“;
•  „წლის საუკეთესო სტრატეგი“ - „სარაგბო კლუბი ბათუმი“;
•  „წლის საუკეთესო მენეჯმენტი“ - „ფრენბურთის კლუბი ბათუმი“;
•  „ოქროს ბიჭები“ - ხელბურთის გუნდი „შავი ზღვის ბიჭები“
•  „ჩემპიონი გუნდი“ - „სარაგბო კლუბი ბათუმი“;
•  „მებრძოლი გუნდი“ - ბათუმის სპორტული ცენტრისყინულის ჰოკეის გუნდი;
•  „ოქროს გოგონები“ - ბათუმის სპორტული ცენტრისქალთა ფეხბურთის გუნდი.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)