შეხვედრა მორაგბეებთან
„დიდი 10“-ის ფინალური შეხვედრის წინ, რაგბის კლუბ „ბათუმის“ მორაგბეებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ქალაქის მერი გიორგი ცინცაძე შეხვდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა მადლობა გადაუხადეს ბათუმელ მორაგბეებს განვლილ მატჩებში გაწეული თავდადებისთვის და ხვალინდელი გადამწყვეტი ბრძოლის წინ წარმატება უსურვეს.
ივანე მაისურაძის განცხადებით, გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები, ბრძოლისუნარიანობა და მაღალი სპორტული ხასიათი. მისი თქმით, „ბათუმი“ უკვე ჩამოყალიბებულია როგორც გუნდი, რომელსაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია.
„ჩვენი მხარდაჭერა ამ გუნდის მიმართ უცვლელია. გვჯერა მათი შესაძლებლობების და დარწმუნებული ვართ, რომ ღირსეულად იასპარეზებენ ფინალში. ვიმედოვნებთ, ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება და ერთად გავიზიარებთ ამ წარმატებას“, — აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













