საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილი 2026

ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილება. 

საკრებულომ ქალაქ ბათუმში, ადლიას I ჩიხის №6/6ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა.  
აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს ,,ნიუ ლაიფსტაილი“ გეგმავს მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობას, მათ შორის, საზოგადოებრივი სივრცეების, გამწვანების, დახურული მიწისქვეშა და ღია მიწისზედა ავტოსადგომების მოწყობას. განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისათვის, განსაზღვრულია მაკომპენსირებელი ღონისძიება;

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმაში. ცვლილება ითვალისწინებს, მასშტაბით და ადგილმდებარეობით შეუსაბამო ობიექტის ნაცვლად, შადრევნის და სარეკრეაციო სივრცის მოწყობას;

საკრებულომ განსაზღვრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით განსაკარგი უძრავი ქონებების საწყისი წლიური სარგებლობის საფასური. მიღებული განკარგულებით ხორცელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით სარგებლობაში განსაკარგი უძრავი ქონების (არასაცხოვრებელი ფართების) საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრა, შემდგომი განკარგვის მიზნით. განსაკარგი ქონების წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვრება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ შეფასებების საფუძველზე;


საკრებულომ თნხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მეორადი ქვაფენილის, ეკლესია/მონასტრების ეზოების კეთილმოწყობის მიზნით, სსიპ „საქართველოს საპატრიარქო“-სათვის უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. 
მეორადი ქვაფენილი მოხმარდება საქართველოს საპტრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ეკლესია/მონასტრების ეზოების კეთილმოწყობას;


საკრებულოს გადაწყვეტილებით ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა საკრებულოს განკარგულებაში, კერძოდ, დაკორექტირდა „ქალაქ ბათუმში, ინასარიძის და კობალაძის ქუჩების კვეთაში (ს/კ 05.24.04.289) არსებული მონაკვეთისთვის, სკვერის სტატუსის და მასზე შალვა ინასარიძის სახელის მიწიჭების თაობაზე“ საკრებულოს 2025 წლის 26 სექტემბრის განკარგულება;

ცვლილება განხორციელდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესში.  კერძოდ, დამტკიცდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის წევრის (გარდა თანამდებობის პირისა) მიერ კომისიის სხდომაზე ფაქტობრივი დასწრების შესახებ წარსადგენი წერილობითი ინფორმაციის ფორმა და დაკორექტირდა საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ტექნიკური ნაწილი.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)