ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა
ბათუმის საკრებულოში ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა სხდომაზე განიხილეს ,,ქალთა კვირეულის" ფარგლებში ჩასატარებული ღონისძიებები და დაგეგმეს აქტივობები.
„ქალთა კვირეული“ 2 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით იმართება.
საკრებულოს მორიგი სხდომა
27 ნოემბერს 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (სხდომის ჩატარების მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













