შეხვედრეა მოქალაქეებთან
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ქალაქის მერი გიორგი ცინცაძე ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრებში მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.
ამჯერად მოქალაქეთა მიღება აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრში გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აღნიშნული უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ბათუმის საკრებულოში, მინდია გოგუაძე.
შეხვედრების მთავარი მიზანია, მოქალაქეთა საჭიროებების გამოვლენა და მათზე სწრაფი რეაგირება.
საკრებულოს მორიგი სხდომა
29 მაისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













