შეხვედრა მოსახლეობასთან
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ქალაქის მერი გიორგი ცინცაძე, საკრებულოს მაჟორიტარ წევრთან ლევან დოლიძესთან ერთად, კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოქალაქეებმა ყურადღება გაამახვილეს კახაბრის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხისა და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგების საკითხზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უახლოეს პერიოდში დაიწყება საკითხის დეტალური შესწავლა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვა.
საკრებულოს მორიგი სხდომა
29 მაისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













