საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიამ განიხილა ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. წარმოდგენილი დოკუმენტით, 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელმა 86 პროცენტი შეადგინა.
სხდომაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი. წარმოდგენილი პროექტით, საერთო ჯამში, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ასიგნებები 592 მლნ-ს შეადგენს.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის №188-ში საბავშვო ბაღის მშენებლობის მიზნით, მშენებლობისათვის საჭირო ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამული ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში ცვლილებების შეტანის და სხვა საკითხებზე.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.a
30 მარტს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













