ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი განიხილეს.
კომისიამ განიხილა მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, ასევე, იმსჯელა მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე.
სხდომაზე განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმების და განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციების დამტკიცების საკითხებზე.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
30 მარტს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













