საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა

ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა

25 თებერვალი 2026

ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. 
სხდომის დასაწყისში  საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1921 წელს, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომრებს. 
  საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი. 
დადგენილების მიღება განპირობებულია „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის დათქმით, რომელიც  მუნიციპალიტეტებს ავალდებულებს 2026 წლის 1 მარტამდე დაამტკიცონ   შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესები ან ამ წესების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყონ მათი ამავე კანონთან შესაბამისობა.  
  შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის განსაზღვრა უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმში შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციების მართვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას, ადამიანისა და ცხოველის უსაფრთხო თანაარსებობასა და ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტების დანერგვას. 
დადგენილების მიხედვით, შეიქმნება ცხოველთა რეგისტრაციის ერთიანი ბაზა, რომელშიც ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინალური დაწესებულება, თავშესაფარი და საშენი განახორციელებენ.  
  საკრებულომ ასევე დაამტკიცა ქალაქ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა N3-ში, ბათუმის პორტის სამგზავრო ტერმინალის ტერიტორიაზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისათვის საფრანგეთის მიერ აღმოჩენილი საზღვაო მხარდაჭერის აღმნიშვნელი ბრინჯაოს მემორიალური დაფის სადგამით განთავსების საკითხი.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

25 თებერვალს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)