საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

23 თებერვალი 2026

ც ნ ო ბ ა

 
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
2026 წლის 25 თებერვლის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის
განსაზღვრის შესახებ 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა) მიმდინარეობს 2026 წლის 25 თებერვალს დღის 11:00 საათზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრა შემდეგ საკითხებზე:


საკითხი 1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
(მომხსენებელი:  ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სანიტარული ზედამხედველობის, აკუსტიკური ხმაურის, ბიოდეგრადირებადი პარკების, მწვანე ნარგავებისა  და ნარჩენების მონიტორინგის განყოფილების უფროსი - ნუგზარ ცეცხლაძე)


საკითხი 2. „ქალაქ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა N3-ში მდებარე ბათუმის პორტის სამგზავრო ტერმინალის ტერიტორიაზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისათვის საფრანგეთის მიერ აღმოჩენილი საზღვაო მხარდაჭერის აღმნიშვნელი ბრინჯაოს მემორიალური დაფის სადგამით განთავსების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხსენებელი:  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ჯაბა ჭანტურია)

 


დღის წესრიგის წარმოებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ დღის წესრიგის თაობაზე ცნობის გამოქვეყნებიდან 2026 წლის 24 თებერვალს დღის 11:00 საათამდე საკრებულოს აპარატში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული).
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თარიღად განისაზღვროს 2026 წლის 25 თებერვალი.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

25 თებერვალს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)